თეგებით ძიება
21. 07. 2024 სპორტი

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და მეხუთე ადგილზე გავიდა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის დასკვნითი შეხვედრა უნგრეთის ნაკრებთან ჩაატარა, 96:79 მოიგო და და მეხუთე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომელსაც 27 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა, გიორგი სულაბერიძემ 26 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა და მეხუთე პოზიციისთვის ბრძოლაში ამის შემდეგ ჩაერთო. ქართvელმა კალათბურთელებმა უნგერთთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე სლოვაკეთი 79:72 დაამარცხეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა