ასხის მთაზე, საძოვარზე მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა.
დაკავებულია 1976 წელს დაბადებული მ.ჯ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, ასხის მთაზე არსებულ საძოვარზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედგეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.