თეგებით ძიება

"მინდა სამოქალაქო სექტორმა სწორად დაინახოს თავის თავი, ეს ადამიანობაა რასაც ეგენი აკეთებენ თუ, მაპატიეთ და ღორობა ჰქვია მაგას?" - ეპისკოპოსი იაკობი

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ეპისკოპოსმა ქადაგებისას დასავლეთი გააკრიტიკა; ისაუბრა სამოქალაქო სექტორზე და მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა.

"ახალგაზრდებო, ის, რომ ჩვენთან "ნატოს" სწავლებები შეწყვიტეს, ის, რომ ჩვენთან დაფინანსებები შეწყვიტეს და რაღაც კატეგორიის ხალხს უნდა მისცენ, თავისთვისვე სანდო ხალხს, ასე ვთქვათ, თქვენ ხომ იმ ხალხთან იდექით, რომელიც მაგას ითხოვდა, რომ საბოლოო ჯამში, ეს მომხდარიყო. კიდევ გინდათ მაგათი სათამაშოები იყოთ?

მინდა სამოქალაქო სექტორმა სწორად დაინახოს თავის თავი, ეს ადამიანობაა რასაც ეგენი აკეთებენ თუ, მაპატიეთ, და ღორობა ჰქვია მაგას?!

30 ვერცხლი იუდამ გადაყარა მერე და ახლა 50 მილიონი იქნება, 30 თუ 100 მილიონი, საქართველოში არჩევნებს მაგით მაინც ვერ მოიგებ. ამიტომ, დავფიქრდეთ და იქნებ ერთიანობისთვის ვიზრუნოთ," - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა