გაფიცვის მე-11 დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში" - კომპანიის ადმინისტრაცია შენობის წინ, კარვებში მყოფ თანამშრომლებს ამ დრომდე არ ესაუბრება (ვიდეო)
გაფიცვის მეთერთმეტე დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში" - კომპანიის ადმინისტრაცია შენობის წინ, კარვებში მყოფ თანამშრომლებს ამ დრომდე არ ესაუბრება.
ამავდროულად, იზრდება გაფიცულთა რიცხვი. ისინი შრომის ღირსეულ პირობებს და ხელფასის მომატებას ითხოვენ.
გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი, ვინც კომპანიაში მუშაობას ჯერ კიდევ განაგრძობს, გადატვირთული რეჟიმის გამო შეუძლოდაც კი ხდებიან.
გაფიცულთა თქმით, აზარტული თამაშების კომპანიას უკვე შეექმნა პრობლემები, რაც აქციების ფასის ვარდნასა და სათამაშო მაგიდების დახურვაში გამოიხატება. გუშინ "ევოლუშენთან" მიმდინარე პროცესს სოლიდარობა მოქალაქეებმაც გამოუცხადეს.