კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოში - მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში მონაცემები განახლდა
საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მონაცემები განახლდა. დაზუსტებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 3 კმ-ის დაშორებით, სოფელ ლენინოვკასთან ახლოს იყო. ბიძგები თბილისის დროით 12:08 საათზე დაფიქსირდა.