თეგებით ძიება
22. 07. 2024 მსოფლიო

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის 19 წლიანი სასჯელი უცვლელი დატოვა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ბოლო განაჩენი უცვლელი დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნავალნის საკასაციო საჩივარი განაჩენთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც რუს ოპოზიციონერს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის მედიაპროექტი severreal.org წერს. 

2023 წლის 4 აგვისტოს ალექსეი ნავალნის ექსტრემიზმის საქმეზე 19 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, იმავე წლის 26 სექტემბერს განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ნავალნისთან ერთად გაასამართლეს მისი YouTube არხის ტექნიკური დირექტორი დანიელ ხოლოდნი. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით უცვლილი დარჩა მისი სასჯელიც - რვა წელი ზოგადი რეჟიმის კოლონიაში.

ექსტრემიზმის საქმეზე 19-წელი თავისუფლების აღკვეთა ნავალნის უკვე პატიმრობაში მყოფს, ვლადიმირის რეგიონის კოლონიაში ყოფნისას მიუსაჯეს. 2023 წლის დეკემბერში იგი გადაიყვანეს იამალის სპეციალური რეჟიმის კოლონიაში. მიმდინარე წლის 16 თებერვალს სწორედ ამ ციხეში გარდაიცვალა პოლიტიკოსი 47 წლის ასაკში. ნავალნის თანამოაზრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ის მოკლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა