თეგებით ძიება

პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ორი ახალგაზრდა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ორივე ახლაგაზრდას პროკურატურა პარლამენტთან რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება. 

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რომელიც ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუდურად).

საგამოძიებო უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა სხვა დემონსტრანტებთან ერთად 14 მაისს პარლამენტთან როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა