ტერორიზმის მომზადების და შეთქმულების საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებულია უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ნადიმ ხმალაძე
ტერორიზმის მომზადების და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება.
გამოკითხვაზე დაბარებულია უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი, ნადიმ ხმალაძე, ის სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით საქალაქო სასამართლოში გამოიკითხება.
საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, შესაბამისად, შეთქმულების და ტერორიზმის მომზადების საქმის დეტალები უცნობია.
"სისულელეზე გვედავებიან. როგორ შეიძლება ასეთი რამე, ჯერ არ ვიცი ეს ბრალდებაა თუ მოწმედ ვარ დაბარებული. როდესაც ვუთხარი გაეშიფრათ რა მუხლებია, გვითხრეს, რომ ტერორიზმის ხელშეწყობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. იმ ბიჭებს ვინც გამოკითხეს თუ დაკითხეს, არ ვიცი შიგნით რაზე აწერინებენ ხელს და საერთოდ, არც ერთი კითხვა არ ყოფილა და ვერაფერს გეტყვით. ტერორიზმთან მიმართებაში რა კითხვა უნდა დასვან არ ვიცი", - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.