თეგებით ძიება

"წერდა, რომ სძულდა აზიელები... ტერორიზმის ამსახველ ვიდეოს უგზავნიდა კლასელებს" - რას იხსენებენ 161-ე სკოლაში აშშ-ში უმძიმესი ბრალდებით დაკავებულ მიხეილ ჩხიკვიშვილზე?

ამ ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად სი­ძულ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა და მა­სობ­რი­ვი ძა­ლა­დო­ბის და­გეგ­მვა ედე­ბა. 20 წლის ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი მეტ­სა­ხე­ლე­ბია: "მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი"; "მიშ­კა", "ყა­სა­ბი".

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, "მა­ნი­ა­კუ­რი მკვლე­ლო­ბის კულ­ტის" ლი­დე­რია. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ცნო­ბი­ლია, რო­გორც Maniacs Murder Cult - სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მიჰ­ყვე­ბა ნე­ო­ნა­ცის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას, ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბა­სა და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, კერ­ძოდ, ებ­რა­უ­ლი თე­მი­სა და სხვა ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც "არა­სა­სურ­ვე­ლად" მი­იჩ­ნე­ვენ.

“მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ბურ­თა­ლო­ზე, N161-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი მას მი­შოს ეძახ­დნენ. სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი “მე­თა­უ­რი ყა­სა­ბის“ შე­სა­ხებ შო­კის­მომ­გვრელ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა:

“ფი­ზი­კუ­რად რომ შე­ხე­დავ­დით, ვერ წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ეს ბავ­შვი ბუზ­საც კი ააფ­რენ­და, ისე­თი იყო თა­ვი­სი ვი­ზუ­ა­ლით... მე ვა­ტყობ­დი, რომ რთუ­ლი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თა ერ­თმა ფაქ­ტმა, რო­დე­საც ბავ­შვებ­მა მი­თხრეს, რომ სა­ში­ნელ ვი­დე­ო­ებს გვიგ­ზავ­ნი­სო. მერე გა­ირ­კვა, რომ ის ვი­დე­ო­ე­ბი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მკვლე­ლო­ბებს, სის­ხლს ეხე­ბო­და“, - აცხა­დებს რეს­პო­დენ­ტი.

“სა­ში­ნე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია გა­ა­კე­თა რუ­სუ­ლის პე­და­გოგ­თან. მერე გვქონ­და ამის გან­ხილ­ვა. თვი­თონ გან­გა­ში ატე­ხა ქალ­ბა­ტონ­მა. სხვა­თა შო­რის, პატ­რუ­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო სა­უ­ბა­რი, რომ ეს ისეთ არ­ხებ­ზეა შე­სუ­ლი, რო­მელ­თან წვდო­მაც ყვე­ლას არ უნდა ჰქო­ნო­და. პრე­ზენ­ტა­ცია იყო თა­ვი­სი არ­ჩე­უ­ლი თემა - ტე­რო­რიზ­მი.“

საქ­მის თან­დარ­თულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ში არის მი­მო­წე­რაც, რო­მელ­შიც ბრალ­დე­ბუ­ლი წერს, რომ სძულს აზი­ე­ლე­ბი.

“ქუ­ჩა­ში ვი­ღაც არა­ქარ­თველს ფო­ტო­ებს უღებ­და. იმან პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კა. რომ ვე­ლა­პა­რა­კე, რა­ტომ გა­ა­კე­თა - არა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, ფოტო გა­და­ვუ­ღეო. იცით, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნა თავი? რომ ვი­თომ ხუმ­რობ­და. მაგ­რამ ხომ ვი­ცო­დი, რომ ბავ­შვს პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. სკო­ლის მო­თხოვ­ნით ჩარ­თუ­ლი იყო უკვე სა­პო­ლი­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა. იმი­ტომ, რომ მშობ­ლებ­თან ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, კო­მუ­ნი­კა­ცია ვერ და­ვამ­ყა­რეთ. კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნა იყო ჩვენ­გან, რომ ბავ­შვს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. ეს მშო­ბელ­მა მერე თა­ვის თავ­ზე აიღო. შემ­დეგ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და­ი­წყო და ჩვენ, სკო­ლამ უფრო დავ­კარ­გეთ ბავ­შვთან კონ­ტაქ­ტი“, - აცხა­დებს ანო­ნი­მუ­რი პირი.

რო­გორც ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ნაც­ნო­ბე­ბი ჰყვე­ბი­ან, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ის ერთ-ერთ ქსე­ლურ მარ­კეტ­ში ხორ­ცის მჭრე­ლად, ყა­სა­ბად მუ­შა­ობ­და და სწო­რედ ეს სა­ხე­ლი აარ­ჩია კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბა­ში თა­ვის­თვის.

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ბე­ბია, რო­მე­ლიც ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რობ­და, თა­ვად ებ­რა­ე­ლია.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა