ხორვატიაში მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ხორვატიაში ქალაქ დარუვარში მოხუცთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ხორვატიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარს შემაძრწუნებელი უწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.
როგორც ხორვატიულ მედიაზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი 1973 წელს დაბადებული, ომის ვეტერანია. იმ პირთა შორის, რომლებიც სროლის შედეგად დაიღუპნენ, თავდამსხმელიც დედაცაა, რომელიც თავშესაფარში ცხოვრობდა.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი თავდაპირველად მიიმალა, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალებს არ ასახელებენ.