თეგებით ძიება

"დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით" - ნადიმ ხმალაძე სასამართლოში გამოიკითხა

სასამათლოში დღეს რუსული კანონის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე და უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე გამოიკითხა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ხმალაძესთან კითხვები სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურს ტერორიზმის და სახელმწიფო ამბოხის საქმეებზე ჰქონდათ. გამომძიებლებს განსაკუთრებით ის პერიოდი აინტერესებდათ, როცა ხმალაძე უკრაინაში იმყოფებოდა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ქართველ მებრძოლს ასევე ჰკითხეს, ხომ არ ჰქონია ან აქვს უცხო ქვეყნის სპეცმსამსახურებთან რაიმე სახის კავშირი.

"დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე, ჩემს საქმიანობაზე წარსულში, ძალიან შორ წარსულშიც, დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით, მათ რომელიმე უცხოურ სპეცმსასახურებთნ ოდესმე თუ მქონია კავშირი. ზოგადი საუბარი იყო, ხომ არ მაქვს ვინმესთან სადმე უცხოეთში კავშირი და ა.შ.", - ამბობს გამოკითხვიდან აგმოსული ნადიმ ხმალაძე. 

ნადიმ ხმალაძე და მისი უფლებადამცელი აცხადებენ, რომ სუსის გამოძიება აბსურდია და ერთადერთი მიზანი აქვს  - წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად აქტიური აადმიანები ციხით გაანეიტრალონ.

"დაკითხვა მიმდინარეობდა, როგორც ბატონმა ნადიმმა ბრძანა, მის წარსულზე, მის შემხებლობაზე, მის ყოფნაზე უკრაინაში. ამავდროულად, იყო კითხვები, რა თქმა უნდა, ტერორიზმთან ადკავშირებით, რა თქმა უნდა, გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. მე პირადად გეტყვით, ეს იყო კითხვები, მე რომ კითხვები დამისვან, კენედი ხომ არ მოკალი, შემთხვევით", - ამბობს ადვოკატიმიხეილ რამიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა