27 წლის ცნობილი ინფლუენსერი, ვიდეოს გადაღების დროს, ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა
27 წლის ცნობილი ინფლუენსერი, ინდოეთში, საკუთარი კონტენტისთვის ვიდეოს გადაღების დროს, ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
აანვი კამდარი, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან, კუმბჰეს ჩანჩქერის ხეობაში გადავარდა, რომელიც ინდოეთში, მანჯურნაში მდებარეობს.
ინფლუენსერი ხეობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და ისინი Instagram-ისთვის იღებდნენ ვიდეოს.
სასწრაფო დახმარება სწორედ მისმა მეგობრები გამოიძახეს. ადგილზე მისულ მაშველებს ძლიერმა წვიმამ ხელი შეუშალა.
მაშველების თქმით, ქალი კლდეების მყარ, მოლიპულ ზედაპირზე დაეცა. 6-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, გოგონა ხეობიდან ამოიყვანეს. ამოყვანის დროს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რეაგირებდა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მიღებული ტრავმების გამო, გარდაიცვალა.