„ხელისუფლება რომ შეიცვლება, ყველაზე მკაცრად პასუხი მოსამრთლეთა კლანს უნდა მოეთხოვოს“ - მერაბ მეტრეველი
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა. მომხდარს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმიანება:
წარმოიდგინეთ, მოსამრთლეთა კლანის სითავხედე:
კონსტიუციით პრეზიდენტს აქვს უფლება ისუტიციის საბჭოში ერთი ადამიანი დანიშნოს.
პრეზიდენტმა დანიშნა Kakha Tsikarishvili, რომელიც კლანის მიმართ კრიტკულადაა განწყობილი, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში მათ ხელს მაინც ვერ შეუშლიდა (კლანს საბჭოში საკმარისი ხმები აქვს), ერთადერთი შეეძლო მათთვის დისკომფორტი შეექმნა, როგორც ადრე ამას ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აკეთებდნენ.
ჰოდა, კლანი ადგა და და პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ვიღაც ტიპს მათსავე დაქვემდებარებულ საქალაქო სასმართლოში გაასაჩვირებინა. გამოიცანით, რა ქნა საქალაქო სასამართლომ? პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა განხილვის დასრულებამდე და ამასთან პრეზიდენტს აუკრძალა ახალი კონკურსის გამოცხადება.
ანუ ტიპები ისეთ ნაგლები არიან, ისიც არ უნდათ, რომ უბრალო დისკომფორტი შეექმნათ და პრეზიდენტს კონსტიცუიით მინიჭებულ უფლებამოსილებას უზღუდავენ.
ხელისუფლება რომ შეიცვლება, ყველაზე მკაცრად პასუხი მოსამრთლეთა კლანს უნდა მოეთხოვოს. ისინი არიან პირველი მუხრუჭი დმეორკატიის და ყველა ავტორიტარული ხელისუფლების საყრდენი - წერს მეტრეველი.