თეგებით ძიება

„ერთადერთი, მთელს სამყაროში რაზეც და ვიზეც ეს გლობალური ომის პარტია გავლენას ვერ ახდენს, არის “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი“ - ნატო ჩხეიძე

ერთადერთი,  მთელს სამყაროში რაზეც და ვიზეც     ეს გლობალური ომის პარტია გავლენას ვერ ახდენს, არის “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სერიიდან: 

აბა შეხედეთ

“გლობალურ ომის პარტიას  აქვს პრინციპული გავლენა აშშ -სა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე”  - ამბობს საქართველოს პრემიერი. 

ეს ის გლობალური ომის  პარტიაა, პუტინზეც რომ აქვს გავლენა.  

ომი დააწყებინა უკრაინაში. 

 ეს ის გლობალური ომის პარტიაა,  ჰამაზზეც   რომ აქვს გავლენა. 

ომი დააწყებინა ისრაელში. 

 მსოფლიო საბანკო სისტემაზეც გავლენა აქვს და შვეიცარიული ბანკი  სწორედ მაგან გააკოტრა. 

ცალკეული ადამიანის ფსიქიკურ სისტემაზეც აქვს გავლენა და  ბანკირს თავი მოაკვლევინა. 

და ახლახანს, თომას მეთიუ კრუქსსაც  სწორედ მან ასროლინა   რესპუბლიკელების შეკრებისას. 

ერთადერთი,  მთელს სამყაროში რაზეც და ვიზეც     ეს გლობალური ომის პარტია გავლენას ვერ ახდენს, არის “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი. 

ქართული ოცნება ვერა და ვერ  დააყენა ცალ ფეხზე  და  უწინდებურად   ყველა ოცნებელი  ღირსეულად დგას  ორივე ფეხზე  და ივანიშვილს  კი ვერა და ვერ გაახსნევინა   მეორე ფრონტი,  “ რომელიც სერიოზულ ზარალს მიაყენებდა  რუსეთს, მაგრამ მშვიდობას მოშლიდა ჩვენს  ქვეყანაში” - როგორც ბატონმა მდინარაძემ ბრხანა იმედი ტვ-ს ეთერში. 

მართალია, ეს მეორე ფრონტი ისეთივე აბსტრაქტული რამ არის, როგირიც გლიბალური ომის პარტიაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იმ აბსტრაქტულმა ომის პარტიამ აბსტრაქტულ  ფრონტის  გახსნაზეც კი ვერ დაითანხმა ბ- ნი ივანიშვილი. 

„მათი პრინციპების გავლენას ეტყობა კავკასიონის მთაგრეხილი  ბლოკავს. 

სხვა რა ვიფიქრო, აღარ ვიცი“, - წერს ნატო ჩხეიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა