თეგებით ძიება

მუცოს ტრაგედიიდან 14 წელი გავიდა

მუცოს ტრაგედიდან 14 წელი გავიდა. 

"მთის ბულბულად" წოდებული თეონა ქუმსიაშვილის და მისი ოჯახის წევრების ტრაგიკულმა სიკვდილმა რამდენიმე წლის წინ მთელი საქართველო შეძრა… 

2010 წლის 22 ივლისს თეონა და მისი ოჯახის წევრები, ათენგენობიდან ბრუნდებოდნენ. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში, მანქანა მდინარეში გადავარდა. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. და­ი­ღუპ­ნენ პოეტ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

საძულველი 22/07-2010 ... Უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი.... გაცხოვნოთ უფალმა.... - დაწერა სოციალურ ქსელში გელა დაიაურმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა