თეგებით ძიება
22. 07. 2024 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები  6 თვით გაახანგრძლივა. ევროპული საბჭოს განცხადებით, სანქციები 2025 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

"დღეს საბჭომ გაახანგრძლივა ევროკავშირის შემზღუდავი ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე.

ეს სანქციები, რომელიც პირველად 2014 წელს იქნა შემოღებული, მნიშვნელოვნად იყო გაფართოებული 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაზე არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო სამხედრო აგრესიის პასუხად". ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

საბჭო აღნიშნავს, რომ სანამ რუსეთი გააგრძელებს უკანონო ქმედებებს, მიზანშეწონილია ძალაში დარჩეს ყველა ზომა.

ამჟამად შეზღუდვები მოიცავს ვაჭრობის სფეროს, ფინანსებს, ტექნოლოგიებს, ორმაგი დანიშნულების ტვირთებს. სანქციები დაწესებულია მრეწველობის, ტრანსპორტისა და ფუფუნების საქონელზე.  ასევე, რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვას, კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას. მიღებულია კონკრეტული ზომები სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგაც.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სულ 14 პაკეტი მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა