თეგებით ძიება
22. 07. 2024 მსოფლიო

ჩვენი კამპანიის პირველი სრული დღეა, ერთი დღე უკან, 105 წინ, ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ - კამალა ჰარისი

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მისი კანდიდატურა მოხსნა და კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი, ქვეყნის ვიცე - პრეზიდენტის მიმართ ინტერესი გაორმაგდა. კამალა ჰარისი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. დღეს ის ემზადება  პირველი ფერადკანიანი ქალი იყოს,  რომელიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. ის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ჰარისი წერს, დღეს ვილმინგტონში მიემართება.

„ჩვენი კამპანიის პირველი სრული დღეა. ასე რომ, დღეს ვილმინგტონისკენ მივემართები. ერთი დღე უკან, 105 წინ! ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს კამალა ჰარისი სოციალურ ქსელში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს მხარს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა