თეგებით ძიება

მამაკაცმა გაჭედილ ლიფტში 42 საათი შუქის, საკვებისა და წყლის გარეშე გაატარა

ინდოეთში მამაკაცი ლიფტში გაიჭედა, სადაც 42 საათი შუქის, საკვებისა და წყლის გარეშე გაატარა. ამის შესახებ BBC News წერს.

59 წლის რავინდრან ნაირი ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში, სადაც მისი ცოლი მუშაობდა, ექიმთან კონსულტაციაზე მივიდა, მაგრამ ექიმამდე ვერ მიაღწია -  ლიფტი პირველ და მეორე სართულებს შორის გაიჭედა და კაბინაში შუქი ჩაქრა. მამაკაცმა ჯერ დისპეტჩერთან დაკავშირება სცადა, შემდეგ კი ლიფტში მითითებულ ნომერზე და ცოლთან დაიწყო რეკვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - მობილური ტელეფონი ლიფტის შახტში არ მუშაობდა.  

პანიკაში ჩავარდნილმა მამაკაცმა ლიფტის კარს ყვირილით მუშტები დაუშინა, მაგრამ მისი ხმა არავის გაუგია. როცა ლიფტის კარის ძალით გაღების ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, ნაირი ბედს შეეგუა.  თითქმის ორი დღის განმავლობაში მამაკაცს ლიფტის ერთ კუთხეში ეძინა, მეორეს კი ტუალეტად იყენებდა. ლიფტის მომსახურე პერსონალმა ნაირი თითქმის 42 საათის შემდეგ იპოვა და გაათავისუფლა. მამაკაცს, რომელმაც ეს დრო საკვების, წყლისა და სინათლის გარეშე გაატარა, ექიმებმა გაუწყლოება და ზურგის პრობლემები დაუდგინეს. საავადმყოფომ რავინდრან ნაირს ბოდიში მოუხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა