თეგებით ძიება

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით 45 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით 45 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, დილის 09:30 საათზე მოხდა.

პოლიციის განცხადების თანახმად, ქართველი კაცი ბინაში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც ის მეპატრონემ შენიშნა. სახლის მეპატრონე ქალის დანახვისთანავე ის გაიქცა, რა დროსაც მას პოლიცია აედევნა და რამდენიმე წუთიანი დევნის შემდეგ დააკავა.

განცხადებიდან ირკვევა, რომ ჩხრეკის დროს ამოიღეს ძარცვისთვის საჭირო არაერთი იარაღი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ქართველმა კაცმა დანაშაული გერმანიაში მოგზაურობის დროს ჩაიდინა.

პროკურატურის მოთხოვნით, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა