თეგებით ძიება
23. 07. 2024 ვიდეო

"გამარჯობა საქართველო...“ - "ლევანტეს“ ფეისბუკის ადმინი ქართულად ალაპარაკდა (ვიდეო)

ესპანური კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ევრო 2024-ის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და თანაც პოსტებს ქართულ ენაზე აქვეყნებდა.

„ლევანტეს“ ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი, როგორც ცნობილია ხავი დე ლა ოსა გახლავთ. მან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც არ შეწყვიტა ქართული ფეისბუკ პოსტების დადება.

ამჯერად ლევანტეს ოფიციალურ გვერდზე იგი აქვეყნებს ვიდეოს ქოჩორაშვილთან ერთად, სადაც ქართულად საუბრობს და საზოგადოებას ესალმება.

„გამარჯობა საქართველო, ნელ-ნელა ვსწავლობ. გამოიცანით ვისთან ერთად ვარ“, - ამბობს ხავი ვიდეოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა