თეგებით ძიება

ნინო წილოსანი: ეს არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის

ეს არჩევნები ფაქტობრივად რეფერენდუმია ომსა და მშვიდობას შორის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ პერიოდში, მთელი ორი წლის განმავლობაში დაიცვა ყველანაირი შესაძლებლობებით მშვიდობა ქვეყანაში, ახლაც საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდება მშვიდობას. ღირსებით, კეთილდღეობით და, რაც მთავარია, მშვიდობით ევროკავშირის წევრობა იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი ქოლგა. დეტალებს კი ჩვენს ამომრჩეველს საარჩევნო კამპანიის პერიოდში გავაცნობთ“, - აღნიშნა წილოსანმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა