რა თანხით გაიზარდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ღირებულება ევრო-2024-ის დასრულების შემდეგ და რამდენია ფეხბურთელების ამჟამინდელი ღირებულება?
ევრო-2024-ის დასრულების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ღირებულება 24 მილიონი ევროთი გაიზარდა. სტატისტიკისა და სატრანსფერო პლატფორმის, Transfermarkt-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ნაკრები 185 მილიონ ევროზე მეტი ღირს, მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ფასი 161 მლნ ევროს მცირედით აჭარბებდა. რაც შეეხება ფეხბურთელების ღირებულებას - ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა - 80 მლნ ევროთი; მეორე ადგილზეა გიორგი მამარდაშვილი, რომლის ღირებულება 45 მლნ ევროს შეადგენს (ჩემპიონატამდე 35 მლნ ევრო); მესამე ადგილზეა გიორგი მიქაუტაძე - 20 მლნ ევროს ღირებულებით (ჩემპიონატამდე 15 მლნ ევრო). ხუთეულს კრავენ ოთარ კიტეიშვილი და ირაკლი აზაროვი 5-5 მლნ ევროს ღირებულებით.