თეგებით ძიება

აშშ-ში მოღვაწე ქართველი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი 1993–1997 წლებში. 

1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ. 1997 წლის სექტემბერში, ამერიკის არმიაში 38-წლიანი მსახურის შემდეგ გენერალი შალიკაშვილი საკუთარი სურვილით გათავისუფლდა.

შალიკაშვილი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც იგი მოღვაწეობდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში. 2004 წელს ჯონ მალხაზ შალიკაშვილი მრჩევლი იყო ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში. გენერალ შალიკაშვილს ჰყავდა მეუღლე და ერთი შვილი.

გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტაკომაში, 75 წლის ასაკში.

ქ. გურჯაანში 1999 წლიდან ფუნქციონირებს „ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა