თეგებით ძიება

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს - მამუკა მამულაშვილი

ქართული სპეცსამსახური დღეს უფრო ჰგავს იუმორისტულ გადაცემას, ვიდრე სერიოზულ ორგანიზაციას, რომელიც მართლა დანაშაულს ეძებს, - ასე აფასებს ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი უკრაინაში მამუკა მამულაშვილი ვეტერანების სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას. ქართველი მებრძოლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებთან არის კავშირში და მათ დავალებებს ასრულებს. 

"ქართული სპეცსამსახური დღეს უფრო ჰგავს იუმორისტულ გადაცემას, ვიდრე სერიოზულ ორგანიზაციას, რომელიც მართლა დანაშაულს ეძებს. პრინციპში, ერთი ერთშია სწორედ ის, რაც რუსეთმა გააკეთა. დღეს ეს ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთში 8 საქმეა ჩემს წინააღმდეგ აღძრული და რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, იმიტომ, რომ ერთი თვის წინ რუსეთმა ქართული ლეგიონი ცნო ტერორისტულ ორგანიზაციად და აკრძალა საკუთარ ტერიტორიაზე", - ამბობს მამუკა მამულაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისა და "ოცნების" ლიდერების შესაძლო ლიკვიდაციას იძიებს. ე.წ. გადატრიალების საქმეზე სუს- ში ერთი მეორეს მიყოლებით უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრებს და ომის ვეტერანებს იბარებენ. მებრძოლები საქმეს აბსურდულს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა