თეგებით ძიება

მამუკა მდინარაძე: ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩნდება უდიდესი იმედი, რომ ომი დასრულდება

ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ჩნდება უდიდესი იმედი, რომ ომი დასრულდება. კაცი ამბობს, რომ მეორე დღესვე მე შემიძლია ომი დავასრულოო და ომის დასრულება ინტერესებს გადაალაგებს,-ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ომის დასრულების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ინტერესები შეიცვლება.

„ომის დასრულებაა ის ფაქტორი, რაც ტრამპის არჩევის შემთხვევაში გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. და აი, ამ შემთხვევაში ლოგიკური გაგრძელება არის, რომ საქართველოს მიმართ შეიცვლება ინტერესები. და ეს აწყობს ხელისუფლებას კი არა მხოლოდ, ჩვენც გვაწყობს სუბიექტურად და ობიექტურად აწყობს საქართველოს და მის მოსახლეობას. ამ ქვეყანაში ომის დაწყების რისკები, ომში ჩართვის ინტერესები აბსოლუტურად შეიცვლება და გადალაგდება.

ამიტომ არის, რომ პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს დამაჯერებლად. საქართველოში ხელისუფლება არ უნდა შეიცვალოს და მომდევნო წელს, როდესაც ომი დამთავრდება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ განვითარება, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე სიარული, სადაც ყველა მიღწევა აბსოლუტურად „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა