თეგებით ძიება

როგორ ეხმაურება ოპოზიცია ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას

ხელისუფლება პირდაპირ ფოკუსირებულია ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე და მანიპულირებს ამ თემით ბოლო 12 წელია. ხან გადატრიალება ელანდებათ და ხან სახელმწიფო დამხობა იმის შიშით, რომ ერთხელაც დადგება დღე, როდესაც ისინი არჩევნებში დამარცხდებიან, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ტერორისტული აქტის სავარაუდო მომზადების საქმეს, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების შესაძლო ლიკვიდაცია იყო.

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს კი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე ინფორმაცია არ აქვს.

„მე მგონია პროპაგანდისტული და მე არ გამოგადგებით ამ პროპაგანდისტულ მიზნებში, რომ რამე დავადასტურო. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმაზე მეტი, ვიდრე საჯარო სივრცეში ვრცელდება. ერთი შემეძლია ვთქვა, რომ არჩევნების წინ ყოველთვის რაღაც ელანდება ხელისუფლებას“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

„ლელოს წევრ ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდ. პანიკის დათესვის მცდელობაა

„ჩვენ ამ ქვეყანაში გვინახავს არაერთი მცდელობა რუსეთის მსახური „ოცნების“ მხრიდან, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ შექმნან პანიკა და დათესონ ცრუ ინფორმაციები. საგამოძიებო უწყებები ხელს უწყობენ იმას, რომ ხელისუფლებამ შექმნას ყალბი ნარატივები და ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სკამი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა