ახლა გვაქვს არჩევანი თეთრსა და შავს შორის, თქვენი იმედი გვაქვს, თქვენ არასოდეს წააგებთ - ილიკო სუხიშვილის მიმართვა ახალგაზრდებს
თქვენ ხართ მართლა იმედი, ჯენზი, თქვენ არ ნებდებით, თქვენ არ წააგებთ არასოდეს - ასე მიმართა ილიკო სუხიშვილმა ახალაგაზრდებს ღონისძებაზე, სადაც მომავალი თაობა, რუსული კანონის მოწინააღდმეგები და ხელოვანები, ვინც "ოცნების" ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ, გადამწყვეტი არჩვნების წინ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას იწყებენ.
სუხიშვილმა 9 აპრილის საშინელი დღეები და საბჭოთა იდეოლოგია გაიხსენა, ის იდეოლოგია, რომლიც მაშინდელ თაობას წამლავდა და თქვა, რომ სწორედ მაშინ ნახა პირველად საზოგადოების დაყოფა..
ახლა გვაქვს ორი ვარიანტი - ერთ მხარეს არის თეთრი, მეორე მხარეს შავი - ამბობს ილიკო სუხიშვილი.
"მე დღეს მესმის, რომ თქვენ ხართ მართლა იმედი, ჯენზი, თქვენ არ ნებდებით, თქვენ არ წააგებთ არასოდეს, იმიტომ, რომ იმხელა შინაგანი მუხტი დევს თქვენში და ეს ყველამ დავინახეთ, მე გამახსენდა ჩემი თაობის პერიოდში 9 აპრილის საშინელი დღეები, როცა მილიციის ფორმაში ჩაცმული ჩვენი მილიციელები ხალხის მხარეს იდგნენ და გამოჰყავდათ ხალხი და მეორე მხარეს იდგა მერვე პოლკი, რომელიც გვხოცავდა და გვანადგურებდა. მაშინ დავინახე პირველად ასეთი გაყოფა, მივხდი რომ ჩვები ქვეყანა აქეთ დგას, ის შავი ძალა კი იქით იდგა. მაშინ დავინახე ის გაყოფა. ჩემი თაობა და ის, ვინც ამას მოესწრო, ძაან რთულია, რომ დღეს რამე გააკეთოს. ისინი ვინც ამაში იყვნენ, არ უსწავლითა ამ საბჭოთა სკოლებში, არ კეთებიათ პიონერის ყელსახვევი და არ აქვთ ეს ტვინში, ჩვენ ეს იმდენად ჩამჯდარი ქვეცნობიერად, რა გვიქნეს ხომ, კიდევ რომ რაიმეს ვაზროვნებთ, მადლობა უნდა ვთქვათ ესენი არიან ჩვენი მომავალი, ჩვენი გადარჩენა. ჩვენ ევროპა გვინდა რა თქმა უნდა, მაგრამ დაფიქრდით, როგორ სჭირდება ევროპას საქართველო - ჩვენი მუსიკა, ჩვენი ბალეტი, ჩვენი ცეკვა. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ერთმანეთს შევავსებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეს მიიყვანთ ბოლომდე, თქვენი იმედი მაქვს. იმიტომ, რომ ძალიან გიყვართ ეს ქვეყანა. აქ არის ორი ვარიანტი - არის შავი და არის თეთრი. არჩევანი ძალიან მარტივია. დიდი მადლობა ამ შეგნებისთვის, დიდი იმედი მაქვს თქვენი და ყველაფერში თქვენს გვერდით ვიდგები", - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.