თეგებით ძიება

წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს

კახა წიქარიშვილი გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად მის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა. წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას.

"აქ მოქმედებს ერთიანი სისტემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე... ჩემს შემთხვევაშიც, არის მაღალი ვარაუდი იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, რადგან ძალიან სწრაფად მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება... მოვითხოვ საქმეში ჩართვას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს და სრულად მივიღებ მონაწილეობას ამ პროცესში," - ამბობს წიქარიშვილი.

საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება მანუჩარ კოკოჩაშვილის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ერთერთი კანდიდატი იყო. 

"თუ კლანის წევრი ვიყავი, მოსამართლის გამოცდა მაქვს ჩაბარებული - არავის არ დავუნიშნივარ. თუ ხელისუფლების მომხრე ვიყავი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად რატომ არ დამნიშნეს? მაგრამ, იქ ისე დაჩაგრულად არ მიგრძვნია თავი, როგორც დამჩაგრეს აქ. აქ ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია.

22 წელია, ადვოკატი ვარ, სხვის უფლებებს ვიცავ, ჩემი უფლებები თუ ვერ დავიცავი, სხვისას როგორ დავიცავ. ფაქტია, რასაც მე შევხედე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კლანურად წარადგინეს ორი თავისი პიროვნება... სამართლებრივად როცა ვარ მართალი და მჩაგრავენ, რატომ უნდა დავიჩაგრო?" - ამბობს " - კოკოჩაშვილი რუსთავი ორთან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ ღია კონკურსის, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საჯაროდ გასაუბრებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა, რომელთაგან პრეზიდენტმა საბჭოს წევრად, 15 ივლისის განკარგულებით, კახა წიქარიშვილი დანიშნა. 

მიმდინარე წლის 22 ივლისს კი, ცნობილი გახდა, რომ კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ პრეზიდენტის განკარგულება გაასაჩივრა. მოსამართლემ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოიყენა და შეაჩერა პრეზიდენტის განკარგულება, რაც შესარჩევი კომისიის შეფასებით, "ძალიან პრობლემური და სერიოზული საფრთხის შემცველია".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა