იტალიაში ეტნადან ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის გამო კატანიას აეროპორტი დაიხურა
იტალიაში ეტნადან ამოფრქვეული ვულკანური ფერფლის გამო კატანიას აეროპორტი დაიხურა. სიცილიის ქალაქ კატანიაში აეროპორტი იგივე მიზეზით 2024 ივლისის დასაწყისშიც დაიკეტა.
აეროპორტის დახურვის გამო ფრენების ნაწილი გაუქმდა ან სხვა ახლომდებარე აეროპორტში გადამისამართდა. კატანიას აეროპორტი სიცილიის და სამხრეთ იტალიის საჰაერო ჰაბის ფუნქციას ასრულებს და უფრო მეტ დამსვენებელს იღებს ვიდრე სიცილიაში პალერმოს აეროპორტი.
ვულკანი ეტნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სიცილიის ქალაქ კატანიადან 40 კილომეტრში მდებარეობს.