თეგებით ძიება
23. 07. 2024 მსოფლიო

ომის დაწყებიდან პირველად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ჩავიდა

23 ივლისს, რუსეთის უკრაინაში 2022 წელს შეჭრის შემდეგ პირველად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა. კულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდება.

ვიზიტის მთავარი საკითხი ჩინეთის როლია მიმდინარე ომის მშვიდობიან დასრულებაში. ოფიციალური კიევის თქმით, კულება პეკინში რუსული აგრესიის შეჩერების გზებისა და ჩინეთის შესაძლო როლის განსახილველად ჩადის.

ჩინეთი მიმდინარე ომში თავს ნეიტრალურ მხარედ წარმოაჩენს და არც ერთ მხარეს არ უწევს სამხედრო დახმარებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა