თეგებით ძიება
23. 07. 2024 მსოფლიო

ეთიოპიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 157 ადამიანი დაიღუპა - BBC

სამაშველო ჯგუფმა ამ დროისთვის სამხრეთ ეთიოპიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 157 ადამიანის ცხედარი იპოვა. ამის შესახებ BBC-ს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. 

მეწყერი გოფას ზონის (Gofa zone) შორეულ მთიან რაიონში ძლიერი წვიმის შემდეგ ორჯერ, 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის დილას, ჩამოწვა. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გადარჩენილთა ძებნა „აქტიურად გრძელდება“, თუმცა „დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს“.

გოფას ზონის მთავარმა ადმინისტრატორმა, დაგმავი აიელემ BBC-ს განუცხადა, რომ დაღუპულთა შორის არიან როგორც ზრდასრულები, ისე ბავშვები. მისივე თქმით, 10 გადარჩენილი ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

„კვირას [21 ივლისს] ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია. როდესაც ორშაბათს პოლიციის ოფიცრები, მასწავლებლები და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა გააფთრებით აგრძელებდნენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს, მეწყერი მეორედ ჩამოწვა და ისინიც ტალახის ქვეშ დაიმარხნენ“, - განაცხადა მან.  

გოფა დედაქალაქ ადის-აბებას სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 320 კილომეტრში მდებარეობს.  

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (Ocha) ცნობით, სამხრეთ ეთიოპია ქვეყნის იმ ტერიტორიებს შორისაა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალდა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა