ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 23 ივლისის ვაჭრობის შედეგები
ლარი დოლართან 1.38 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.63 თეთრით. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7242 ლარია, ერთი ევროსი - 2.9579 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი - 2.98 ლარი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.