თეგებით ძიება

სასამართლომ აქციაზე ნაცემი ქაცარავა 2 ათასი ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე სამართალდამცავების მიერ ნაცემი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა.

დავით ქაცარავას წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

მოსამართლე, კობა ჩაგუნავამ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად სცნო სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. 

ჯარიმის გარდა, სანქციის სახით, მას ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება 2 წლის ვადით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა