ბრაზილიის სანაპიროების წყლებში ბინადარ ზვიგენებში კოკაინი აღმოაჩინეს
ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს სანაპარიოების წყლებში ბინადარი ზვიგენების ორგანიმზში მეცნიერებმა კოკაინი აღმოაჩინეს.
საზღვაო ბიოლოგებმა 13 ზვიგენის გაკვეთისა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ მათ კუნთებსა და ღვიძლში კოკაინის შემცველობა ზღვის ბინადრებში აქამდე შემჩნეულ რაოდენობას დაახლოებით 100-ჯერ აღემატებოდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოკაინი წყლებში უკანონო ლაბორატორიების ან ნარკოტიკის მომხმარებლების ექსკრემენტების გზით უნდა აღწევდეს.
ალტერნატიული ახსნა ზღვაში დაკარგულ ან გადაგდებულ კოკაინის შეფუთვებს უკავშირდება, თუმცა, ეს, მკვლევრების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა.
13-ივე გამოკვლევული ზვიგენი ორსულად იყო, თუმცა კოკაინის მაღალი შემცველობის შესაძლო შედეგი ზვიგენების ნაყოფზე უცნობია.
კოკაინის პოტენციური გავლენა ზვიგენების ქცევაზე სიღრმისეულად გამოკვლეული ჯერჯერობით არ არის.
ეს პირველი კვლევაა, რომლის ფარგლებშიც ზვიგენთა ორგანიზმში კოკაინის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს.