თეგებით ძიება

Unian: უკრაინაში საომარი მდგომარეობა 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს საომარი მდგომარეობის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივების შესახებ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო unian.net ავრცელებს.

კანონპროექტს 339 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საომარი მდგომარეობის გარდა უკრაინელმა დეპუტატმა 9 ნოემბრამდე საყოველთაო მობილიზაციაც გაახანგრძლივეს. ამ კანონპროექტს 338 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს. პარლამენტი ამ რეჟიმებს პერიოდულად ახანგრძლივებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა