თეგებით ძიება
23. 07. 2024 მსოფლიო

ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

კიმბერლი ჩიტლი პოსტს 13 ივლისს ექსპრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის გამო ტოვებს.

კიმბერლი ჩიტლი, 22 ივლისს კონგრესის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენაზე იყო დაბარებული. შესავალ სიტყვაში კიმბერლი ჩიტლმა აღნიშნა, რომ საიდუმლო სამსახურმა 13 ივლისს მარცხი განიცადა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, მაგრამ თანამდებობიდან წასვლაზე უარს ამბობდა. კონგრესმენთა მხრიდან იყო მოწოდებები, კიმბერლი ჩიტლს თანამდებობა დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, 13 ივლისს ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ტრამპი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დონალდ ტრამპმა ჭრილობა ყურის არეში მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა