ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ლელოს“ პრესსამსახურში დაადასტურეს.„ძლიერი საქართველოსთვის“ - მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სამმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ლელომ“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანმა“ გაერთიანების შესახებ 17 ივლისს განაცხადეს და პრეზენტაცია გამართეს.