თეგებით ძიება
23. 07. 2024 მსოფლიო

მე, ფაქტობრივად, შვილი დავკარგე... ჩემი ვაჟი მოკლეს - ილონ მასკი ტრანსგენდერ ქალიშვილზე

ილონ მას­კის თქმით, იმის­თვის, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი ტრანსგენ­დერ ქა­ლად ქცე­უ­ლი­ყო, მას მო­ტყუ­ე­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს თან­ხმო­ბა შვი­ლის მიერ სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ბლო­კა­ტო­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რის შემ­დეგ მას­კის ვაჟ­მა, ქსა­ვი­ერ­მა სქე­სის შეც­ვლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ახლა ის ვი­ვი­ან ჯენა უილ­სო­ნია.

Tesla-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტორს დიდი ხა­ნია, და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თა­ვის 20 წლის ტრანსგენ­დერ ქა­ლიშ­ვილ­თან, თუმ­ცა ეს თა­ვი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბის გამო იყო... მასკს შვი­ლის­თვის "კო­მუ­ნის­ტიც" კი უწო­დე­ბია, რად­გან ეს უკა­ნას­კნე­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ "ყვე­ლა მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ბო­რო­ტია".

foxnews.com - ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მასკმა მისი შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე მძაფ­რად გა­ი­ლაშ­ქრა და მომ­ხდა­რი მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ "ბო­რო­ტე­ბად" მო­იხ­სე­ნია.

"მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­მა­ტყუ­ეს, როცა ქსა­ვი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც დო­კუ­მენ­ტებ­ზე ხელი მო­მა­წე­რი­ნეს", - თქვა მან.

"ეს მა­ნამ­დე მოხ­და, ვიდ­რე რა­ი­მეს გა­ვი­აზ­რებ­დი, თან კო­ვი­დიც გვქონ­და, ასე რომ, ბევ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა იყო... მი­თხრეს, რომ თუ ქსა­ვი­ე­რი ამას არ გა­ა­კე­თებს, მან შე­იძ­ლე­ბა თავი მო­იკ­ლა­სო", - და­ა­მა­ტა მასკმა.

"არ ამიხ­სნეს, რომ პუ­ბერ­ტა­ტის ბლო­კა­ტო­რე­ბი (წამ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ ჰორ­მო­ნე­ბის წარ­მოქ­მნას უშ­ლის ხელს, რა­საც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში გა­დის) სი­ნამ­დვი­ლე­ში, უბ­რა­ლოდ, სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის წამ­ლე­ბია...

დიახ, ეს იყო ტყუ­ი­ლი, ბო­რო­ტე­ბით სავ­სე ტყუ­ი­ლი და ვინც ამას აკე­თებს, ცი­ხე­ში უნდა აღ­მოჩ­ნდეს“, - გა­ნა­ცხა­და ილონ მასკმა.

"მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შვი­ლი დავ­კარ­გე. ამ პრო­ცესს დედ­ნე­ი­მინ­გი ტყუ­ი­ლად არ ჰქვია. ჩემი ვაჟი მოკ­ლეს, ის "გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი გო­ნე­ბის ვირუს­მა“ მოკ­ლა“, - ამ­ბობს ილონ მას­კი.

სხვა მი­ლი­არ­დე­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მასკს აქამ­დე არ და­უ­ხარ­ჯავს დიდი თან­ხე­ბი პო­ლი­ტი­კურ შე­მო­წი­რუ­ლო­ბებ­ზე, თუმ­ცა ადრე მხარს, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლებს, ისე - დე­მოკ­რა­ტებს უჭერ­და. ბოლო წლებ­ში, რო­გორც ჩანს, უფრო რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის­კენ გა­და­ი­ხა­რა.

მასკმა ჟურ­ნა­ლისტს უთხრა, რომ მისი პო­ზი­ცი­ის ცვლი­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო შვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბით.

"და­ვი­ფი­ცე, რომ ამის შემ­დეგ მე­ინ­სტრი­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ვირუსს გა­ვა­ნად­გუ­რებ­დი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი პროგ­რე­სი გვაქვს", - თქვა მან.

18 წლის ქსა­ვი­ერ მასკმა ქა­მინგ-აუთი 2022 წლის ივ­ნის­ში გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად მან სა­ხე­ლი ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე გა­და­ვი­და.

"არ მსურს ჩემს ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მას­თან რამე სა­ერ­თო მქონ­დეს, გა­რეგ­ნო­ბით ან ფორ­მით“, - გა­ნა­ცხა­და ვი­ვი­ან­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მი­ლი­არ­დე­რი "ზო­გა­დად მშვი­დად" იყო გან­წყო­ბი­ლი შვი­ლის სქე­სის შეც­ვლის მი­მართ, შემ­დეგ ის მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა...

ვი­ვი­ა­ნი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან - გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნის შვი­ლია. სწო­რედ დე­დის გვა­რი აიღო ვი­ვი­ან­მა გვა­რის შეც­ვლის შემ­დეგ.

მას­კის ყვე­ლა შვი­ლი უკი­დუ­რე­სად ძვი­რა­დღი­რე­ბულ Crossroads K-12 სკო­ლა­ში, სან­ტა-მო­ნი­კა­ში და­დი­ო­და, სა­დაც სწავ­ლის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი $50,000-მდე აღ­წევს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან ვი­ვი­ა­ნი­სა და მისი და-ძმე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ასო­ბით ათა­სი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა, რო­გორც ჩანს, ის შვი­ლე­ბის­გან საკ­მა­ოდ დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლია... გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი კი ცხად­ყოფს, რომ მას­კის შვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სის­გან და­ე­მა­ლა - 16 წლის ასაკ­ში ვი­ვი­ან­მა დე­ი­და­მისს გა­უმ­ხი­ლა, რომ ის ტრანსგენ­დე­რი იყო, მაგ­რამ სთხო­ვა, მისი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­სა­ხებ მა­მა­მი­სის­თვის არა­ფე­რი ეთ­ქვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მასკმა თა­ვის ბი­ოგ­რაფს უთხრა, რომ მისი მცდე­ლო­ბე­ბი ვი­ვი­ა­ნის გუ­ლის მო­სა­გე­ბად წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"ბევ­რი მცდე­ლო­ბა მქონ­და, მაგ­რამ მას ჩემ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა არ სურს", - აღ­ნიშ­ნა მასკმა.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა