თეგებით ძიება

იმის გამო, რომ ვიდექი აქციებზე, საკმაოდ შემიმცირდა საკონცერტო ცხოვრება საქართველოში - ნიკოლოზ რაჭველი

„იმის გამო, რომ ვიდექი აქციებზე, რამდენჯერმე საჯაროდ გავაკრიტიკე ის პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენი მთავრობის მიერ ხდებოდა, ამის გამო, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ შემიმცირდა საკონცერტო ცხოვრება საქართველოში“, - ამის შესახებ „დღის ამბებთან“ ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა.

ყველაზე კარგად ალბათ, გამომდის ჩემი საქმე და მუსიკა და სცენაზე ყოფნა, თუმცა იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვუჭერდი მხარს იმ მოძრაობებს რუსული კანონის წინააღმდეგ და ვიდექი აქციებზე, რამდენჯერმე საჯაროდ გავაკრიტიკე ის პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენი მთავრობის მიერ ხდებოდა, ამის გამო, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ შემიმცირდა საკონცერტო ცხოვრება საქართველოში, ამიტომ, არ ვიცი, შეიძლება ამ მხრივ წინააღმდეგობები გაგრძელდეს არჩევნებამდე, შეიძლება კარდაკარ სიარულშიც ჩავერთო. 

დღეს გამოვთქვით აზრი, რომ რატომ არ შეიძლება ჩავაწეროთ იმ პროგრამაში, რომელიც არის ახალგაზრდა ელჩები ევროპის, ამიტომ ჩვენც დავტრენინგდებით და სიამოვნებით გავნაწილდებით საარჩევნო უბანზე, რომ დავიცვათ საარჩევნო ხმები,“ - ამბობს რაჭველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა