თეგებით ძიება

გაზის ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება სავალდებულო ხდება - ვის შეეხება ცვლილება

ყველა თვითმმართველ ქალაქში 2024 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ შეტანილი განაცხადის საფუძველზე ბუნებრივი აირის ჭკვიანი მრიცხველი უნდა მოეწყოს. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ვადად 2025 წლის 1-ელი ივლისი განისაზღვრა.

ვადები მხოლოდ ახალ კორპუსებს ეხება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში შესულ ცვლილებებში აღნიშნულია, რომ მრიცხველის მოწყობის მსურველმა წერილობით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს.

„დაბალი წნევის 0-10 კუბ.მ/სთ სიმძლავრის მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, განაწილების ლიცენზიანტს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეუძლებელია სისტემის ოპერატორის მიერ ჭკვიანი აღრიცხვის სისტემით აღრიცხვის მონაცემების დისტანციურად გადაცემა)", - აღნიშნულია დადგენილებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა