მამუკამ ალეკოს აპატია. ნამდვილი ქრისტიანული საქციელია.. გახარიაც იმსახურებს პატიებას - ალექსანდრე რაქვიაშვილი
„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ალეკო ელისაშვილის „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებასთან შეერთებას ეხმაურება.
„მამუკამ ალეკოს აპატია. ნამდვილი ქრისტიანული საქციელია. ვულოცავ ორივე პარტიას მათი ლიდერების ერთობის გაფორმებას. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრ ლიდერს ვიხილავ თქვენს ერთობაში, გახარიას ჩათვლით. მესმის, ბევრი დააშავა, მაგრამ ისიც იმსახურებს პატიებას“, – წერს რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში.