არასდროს მოუცია ჩემთვის სათანადო დაცვა - დონალდ ტრამპი კიმბერლი ჩიტლისა თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ფონზე გადადგა.
„არასდროს მოუცია ჩემთვის სათანადო დაცვა, საბოლოოდ კი დემოკრატიისთვის ტყვია მივიღე“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ჩიტლისა თანამდებობიდან გადადგომას.
აღსანიშნავია, რომ კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის ესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე და განაცხადა, რომ ის ყველა კვალიფიციური ადამიანია ამ თანამდებობისთვის. ამავდროულად, ჩიტლმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის აღკვეთა ვერ მოხერხდა.
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთი ტყვია პოლიტიკოსს ყურში მოხვდა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.