თეგებით ძიება
23. 07. 2024 მსოფლიო

უკრაინა მოლდოვასთან გაწვევის ასაკის მქონე უკრაინელების დასაბრუნებლად მოლაპარაკებას აწარმოებს

კიევი კიშინეუსთან უკრაინის იმ მოქალაქეების დაბრუნების საკითხს განიხილავს, რომლებმაც სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით უკრაინა უკანონოდ დატოვეს და მოლდოვაში რჩებიან.

ამის შესახებ მოლდოვაში უკრაინის ელჩმა, მარკო შევჩენკომ განაცხადა.

შევჩენკოს თქმით, კიევი კიშინეუსთან გარკვეულ დიალოგს აწარმოებს მოლდოვიდან გაწვევის ასაკის უკრაინელების დასაბრუნებლად.

ელჩის თქმით, უკრიანიდან გაქცეულ პირთა გარკვეულ რაოდენობას მოლდოვაში თავშესაფარი აქვს მიღებული, ნაწილის ადგილსამყოფელი კი გაურკვეველია, ისინი ან მოლოდვის ტერიტორიაზე რჩებიან, ან სხვა ქვეყნებში არიან გადასული.

მისი თქმით, ასეთი პირების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა