თეგებით ძიება

„ლელო“ განიხილავს მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა - სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პარტია „მოქალაქეების“ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედანის“ გაერთიანებას გამოეხმაურა. როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საკითხი ისე დგას, რომ არჩევნებზე სახელმწიფოს მომავალი წყდება.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს შორის მიმდინარეობს საუბარი. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც ამის ნიშანია. პრეზენტაცია, რომელიც გაიმართა, ეს იყო დასაწყისი პროცესის, რომელიც გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ მალე საზოგადოება იხილავს შემდგომ ოფიციალურ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განაცხადი, რომ საქართველოს ინტერესებს როცა შეეხება საქმე, ჩვენ განვიხილავთ მოკავშირედ ყველას, ვისაც სჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა, ვფიქრობ, რომ ამის დემონსტრირება მოხდა დღეს კიდევ ერთხელ. ეს პროცესია, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯებია გადასადგმელი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა