თეგებით ძიება
23. 07. 2024 მსოფლიო

ექიმის განცხადებით, „კოვიდ-19“-ზე ჯო ბაიდენის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ექიმის, კევინ ო’კონორის განცხადებით, პრეზიდენტს „კოვიდ-19“-ზე ჩატარებულ სწრაფ ტესტზე უარყოფითი მაჩვენებელი დაუფიქსირდა და სიმპტომებიც აღარ აღენიშნება.

„პრეზიდენტს სიმპტომები აღარ აღენიშნება. ინფიცირებისას მას არ ჰქონდა სიცხე, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში იყო, მათ შორის პულსოქსიმეტრია. მისი ფილტვები სუფთაა“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის ექიმის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბაიდენს COVID-19 წინა კვირას დაუდასტურდა, რის გამოც იძულებული გახდა ნევადის შტატში საარჩევნო შეხვედრები ვადაზე ადრე შეეწყვიტა.

81 წლის ჯო ბაიდენს კორონავირუსი უკვე მესამედ აქვს. 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ორჯერ დაინფიცირდა. პირადი ექიმის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმის იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა