თეგებით ძიება
23. 07. 2024 მსოფლიო

იტალიაში, ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, კატანიას აეროპორტი დაიხურა - Reuters

სიცილიის ქალაქ კატანიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა.

შეჩერებულია ყველა რეისის მიღება და გამგზავრება. ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი მუშაობას ნორმალურ რეჟიმში განაახლებს, როგორც კი ფერფლის ამოფრქვევა შეწყდება.

ეტნა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, ბოლო დღეებია, ლავასა და ფერფლს აფრქვევს. კატანიის აეროპორტი ეტნას ამოფრქვევის გამო მიმდინარე თვის დასაწყისშიც დაიხურა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა