თეგებით ძიება

„ასე არასდროს არაფერი მითხოვია.. გთხოვთ მომეხმაროთ ტირაჟირებაში - გაზიარებით“ - რას წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში?

ამ ძაღლის პატრონს არ ვიცნობ, არც ტობიკო მინახავს თვალით, მაგრამ ისე შემძრა თათიას წერილმა, უნდა გაგიზიაროთ - ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში დაკარგული ძაღლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და გამომწერებს მის ტირაჟირებას თხოვს.

ასე არასდროს არაფერი მითხოვია - ამ ძაღლის პატრონს არ ვიცნობ, არც ტობიკო მინახავს თვალით, მაგრამ ისე შემძრა თათიას წერილმა, უნდა გაგიზიაროთ და იმედი დავიტოვო, რომ ტობიკო პატრონს დაუბრუნდება. 

გთხოვთ მომეხმაროთ ტირაჟირებაში - გაზიარებით ❤️  

@გამომწერები

🆘🆘🆘 593965569 თათია - მეგობრებო ყველამ გადააზიარეთ, გთხოვთ!!! - დაიკარგა ჩემი ტობიკო ბათუმში😭😭😭მპოვნელი დასაჩუქრდება ნებისმიერი თანხით. ხოლო თუ ვინმემ წაიყვანეთ ტობი, ალბათ უკვე ხედავთ, როგორ იტანჯება პატრონის გარეშე, როგორ ტირის და როგორ განიცდის... შეიცოდე გთხოვ, პირობას გაძლევ, ზუსტად ეგეთს გიყიდი და გაჩუქებ, ოღონდ გთხოვ, ტობიკო არ მომიკლა დარდით - არც შეჭამს, არც წყალს დალევს და არც ითამაშებს, დარდით ჩაგაკვდება ხელებში და გამოაჩინე გთხოვ, ხუთი წუთი რო ვერ გვხედავდა სპაზმი და შეტევა ეწყებოდა ტობის, ნახევარ საათზე მეტი არ ყოფილა მარტო, ყველგან ხელში აყვანილი დაგვყავდა, არ ჩერდებოდა არავისთან, ერთი საათიც კი ვერ ვტოვებდით მარტო... მამიკოზე აფრენდა, მის გარეშე მართლა მოკვდება, ჩემთანაც კი არ ჩერდებოდა მალევე სპაზმი ეწყებოდა, თემოს რომ ვერ ხედავდა... ნუ გაიმეტებ სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვისთვის,მართლა ვერ გადაიტანს და მალე მოკვდება, ტობიკოს თუ დამიბრუნებ, გპირდები, ცხოვრების ბოლომდე  მადლობელი ვიქნები, გამოაჩინე, გთხოვ🥺🥺🥺ტობიკო დაჩიპულია, არის რედბრაუნი, ჯუჯა პუდელი. 

✍️ თათია, 593965569- ვკითხულობთ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა