თეგებით ძიება

გამოკითხულთა უმრავლესობას თვეში 550 ლარამდე შემოსავალი აქვს, 6%-ს 2000-ზე მეტი - იხილეთ კვლევა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო)  „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობას წინა თვეში 550 ლარამდე პირადი შემოსავალი აქვს, 0 შემოსავალი ჰქონდა 11- %-ს.

კითხვაზე - როგორი იყო პირადი შემოსავლები გასულ თვეს, 29% ამბობს, რომ 550 ლარამდე,

12%-ს - 551 ლარიდან 900 ლარამდე;

9%-ს - 901 ლარიდან 1300 ლარამდე,

8%-ს - 1301 ლარიდან 2000 ლარამდე;

6%-ს - 2000 ლარზე მეტი.

ამას გარდა, ნული შემოსავალი აქვს გამოკითხულთა 11%-ს, არ იცის - 7%-მა, 17%-მა განაცხადა უარი პასუხზე.

კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა