თეგებით ძიება
24. 07. 2024 მსოფლიო

ნეპალში თვითმფრინავის ჩამოვარდნას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა. 

ნეპალის Saurya Airlines-ის რეგიონული თვითმფრინავს დედაქალაქიდან, კათმანდუდან აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა. 

აეროპორტის წარმომადგენლის ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად მხოლოდ კაპიტანი გადარჩა და საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

თვითმფრინავი რეისს დედაქალაქიდან ახლოს მდებარე ქალაქში ასრულებდა, სადაც თვითმფრინავს ტექნიკური შემოწმება უნდა გაევლო. დაღუპულთა შორის არიან თვითმფრინავის ბორტის წევრები და ტექნიკოსები. 

აფრენისას მალევე ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა