თეგებით ძიება
24. 07. 2024 მსოფლიო

ავსტრალიის სანაპიროზე სერფერის ფეხი გამოირიყა, რომელსაც ზვიგენი დაესხა თავს

ავსტრალიაში, ოკეანემ სანაპიროზე 23 წლის სერფერის ფეხი გამორიყა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ზვიგენი დაესხა თავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ნიუ საუს ველსში, სამშაბათს მოხდა. კაი მაკკენზი სერფინგით იყო დაკავებული, როდესაც მას დიდმა თეთრმა ზვიგენმა უკბინა და ფეხი მოაგლიჯა. ახალგაზრდამ ტალღის დაჭერა და ნაპირზე გაცურვა მოახერხა. მას გაუმართლა, რადგან სწორედ ამ დროს პლაჟზე პოლიციის ოფიცერი, თავის უქმე დღეს საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. სამართალდამცველმა ძაღლის საბელის მეშვეობით სერფერს სისხლდენა შეუჩერა და დახმარებაც გამოიძახა.

ადგილზე მისულმა ექიმებმა მაკკენზი კლინიკაში გადაიყვანეს. მათი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია, პოლიციელების ქმედებებმა კი მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

ცოტა ხანში კი იმავე ნაპირზე წყალმა მაკენზის ფეხიც გამორიყა. კიდური ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ ყინულში მოათავსეს, ახლა ექიმები იმაზე მსჯელობენ, შესაძლებელი იქნება თუ არა მისი მიმაგრება.

ექიმების განცხადებით, თავად მაკენზი მშვიდად არის და საუბარიც შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ის სპორტის ამ სახეობას ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, რადგან მანამდე კისრის მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა